გია გეგუჩაძემ კუთვნილი ოქროს მედალი გულშემატკივარს უსახსოვრა
Aa
Aa

გია გეგუჩაძემ კუთვნილი ოქროს მედალი გულშემატკივარს უსახსოვრა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას ახალი ჩემპიონი ჰყავს - დინამო ბათუმი, რომლისთვისაც ეს ტიტული ისტორიულია.

სხვადასხვა დროს, 1923 წელს დაარსებული აჭარული კლუბი საქართველოს თასისა (1997-1998) და საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული (1998) გახლდათ, ასევე 4-ჯერ ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი (1997–1998, 2014–2015, 2019/2020),  თუმცა მისთვის ოქროს მედალი პირველია.

გუნდმა კუთვნილი ფარი და ოქროს მედლები დასკვნითი, 36-ე ტურის დასრულების შემდეგ, გულშემატკივართან ერთად ჩაიბარა. კუთვნილი მედალი მიიღო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძე, რომლის დამსახურება აღნიშნულ ტრიუმფში, დიდია, თუმცა გამოცდილმა სპეციალისტმა ის გულშემატკივარს უსახსოვრა, ნიშნად მადლიერებისა და პატივისცემის:

მინდა ჩემი პირადი მედალი ,,პირატებს,, გადავცე, ალბათ ექნებათ პატარა მუზეუმი და იქ დაიდებს ბინას, ჩემპიონობა თქვენი დამსახურებაა, ყველაფერს აკეთებდით ტრიბუნაზე და ფეხბურთელები - მინდორზე. ჩვენ ეს ერთად შევძელით!" -  გეგუჩაძის კომენტარს გულშემატკივარი ავრცელებს.

ის გარემო, რომელსაც დინამო ბათუმის გულშემატკივარი ქმნის, ფან-კლუბს, „პირატებს" ეკუთვნის, რომელიც 10 წლის წინ, 2011 წლის 17 აგვისტოს შეიქმნა.

„ერთად დავბრუნდებით უმაღლესში", - ასეთი იყო წარწერა დინამო ბათუმის ფანკლუბის პირველ ბანერზე.

დღეს, გულშემატკივარი სხვა მიზნებისკენ ისწრაფვის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე მეტ დაფინანსებას რაგბი და კალათბურთი იღებს: ,,ფედერაციები არათანაბარ მდგომარეობაში არიან
ყველაზე მეტ დაფინანსებას რაგბი და კალათბურთი იღებს: ,,ფედერაციები არათანაბარ მდგომარეობაში არიან"