კანკავამ სლოვანს უკაპიტნა და საგოლე გადაცემით გამოირჩა
Aa
Aa

კანკავამ სლოვანს უკაპიტნა და საგოლე გადაცემით გამოირჩა

სლოვაკეთში მე-16 ტურის შეხვედრები შედგა, სადაც ქართველი ლეგიონერებისა და ჩვენთვის კარგად ნაცნობი მწვრთნელის, ვლადიმირ ვაისის სლოვანმა სერედი მიიღო და ორი უპასუხო გოლი გაუტანა (2-0).

სლოვაკურ გუნდს ქართველი კაპიტანი ჰყავდა - ჯაბა კანკავა, რომელმაც 71-ე წუთზე თანაგუნდელს მაშინ გაატანინა, როდესაც სლოვანი მატჩს მინიმალური სხვაობით უკვე იგებდა.

შეხვედრაში არ გამოჩენილა გამოცდილი გურამ კაშია, ხოლო კაპიტანმა სრული შეხვედრა ჩაატარა.

გასული, 16 ტურის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის გუნდს 41 ქულა აქვს და მეორე ადგილოსანზე 8 ქულითაა წინ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიეცი ხმა თად მაკფადენს გახდეს ტურის MVP
მიეცი ხმა თად მაკფადენს გახდეს ტურის MVP