ცხადაძე: ,,დინამოს ბევრი ფეხბურთელი დატოვებს, კატეგორიულები ვიქნებით
Aa
Aa

ცხადაძე: ,,დინამოს ბევრი ფეხბურთელი დატოვებს, კატეგორიულები ვიქნებით"

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 35-ე ტურის მატჩი სამტრედიაში შედგა, სადაც ადგილობრივმა სამტრედიამ დინამო თბილისი მიიღო. მატჩი ნულოვანი ფრით (0-0) დასრულდა, დინამო ბათუმი კი ჩემპიონი მაშინვე გახდა.

ნაჩვენები ფეხბურთითა და შედეგით უკმაყოფილო დარჩა დინამო თბილისის მთავარი მწვრთნელი, კახა ცხადაძე, რომელმაც დაანონსა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, დინამო თბილისს ძალიან ბევრი ფეხბურთელი დატოვებს:

,,ჩემი კომენტარი მოკლე იქნება. ვერ მოვუგეთ გუნდს, რომელიც უმაღლესი ლიგიდან გავარდა. ასეთი თამაში და დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, მიუღებელია. ეს მატჩი სამარცხვინო იყო.

დინამო თბილისში უნდა თამაშობდნენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრებს ნულოვანი ფრით არ დაამთავრებენ. ამიტომ, ძალიან ბევრი ფეხბურთელი დინამოს შემადგენლობას დატოვებს. ასე გაგრძელება შეუძლებელია. ძალიან კატეგორიულები ვიქნებით. 

შეიძლება წუნი გქონდეს, სწორი გადაცემები ვერ გააკეთო, მაგრამ მონდომება და თავდადება უნდა გეტყობოდეს, ეს მთავარია".

გასულ, 35 შეხვედრაში დინამო თბილისმა 20 მატჩი მოიგო, 7 ფრედ დაასრულა, ხოლო 8 მატჩი დათმო. გაიტანა 56 და გაუშვა 26 ბურთი.

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბოლო, დასკვნითი ტური 4 დეკემბერს გაიმართება - დინამო თბილისი ლოკომოტივს დინამო არენაზე უმასპინძლებს. შეხვედრა 18:30 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დინამო ბათუმის ფეხბურთელების რეაქცია როდესაც გაიგეს, რომ ჩემპიონები გახდნენ
დინამო ბათუმის ფეხბურთელების რეაქცია როდესაც გაიგეს, რომ ჩემპიონები გახდნენ