დემბელეს უარი ბარსას - ფრანგი პრემიერ ლიგას უახლოვდება
Aa
Aa

დემბელეს უარი ბარსას - ფრანგი პრემიერ ლიგას უახლოვდება

უსმან დემბელესა და „ბარსელონას“ შორის არსებული მოლაპარაკებები ჩიხში შედის. მხარეები შეთანხმებას ჯერაც ვერ ახერხებენ და შესაძლოა ფრანგმა კლუბი დატოვოს.

ესპანური Sport-ის ცნობით, დემბელე „ბარსას“ ხელფასის გაზრდას სთხოვს, რასაც კლუბი ვერ უზრუნველყოფს. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ასეა. კატალონიელებს უსმანის დარჩენა უნდათ, თუმცა მისი არასტაბილურობა და ხშირი ტრავმები ფეხბურთელის მოთხოვნებს არალოგიკურს ხდის და „ბლაუგრანას“ უარიც სავსებით პროგნოზირებადია.

დემბელეს მომგებიან სიტუაციაში მისი კონტრაქტი აყენებს, რომელსაც ვადა სეზონის ბოლოს გასდის და ფრანგი თავისუფალი აგენტი ხდება. „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ნიუკასლს“ ფეხბურთელის გადაბირების სურვილი აქვთ და შესაბამის პირობებსაც სთავაზობენ. საუბარია გაცილებით მაღალ ხელფასზე და ტრანსფერის შემდეგ ბონუსის სახით 20 მილიონ ევროზე, რომელსაც უსმანი მიიღებს.

თუ, „ბარსამ“ დემბელეს დაყოლიება ვერ შეძლო, მისი იანვარში იაფად გაყიდვა მოუწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ივლისში ის სრულიად უფასოდ წავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,მატადორი კი არა ტილო ხარ
,,მატადორი კი არა ტილო ხარ" - რუსმა მებრძოლმა თოფურიას მიმართა