ბარნლი v ტოტენჰემის მატჩი ძლიერი დიდთოვლობის გამო გადაიდო
Aa
Aa

ბარნლი v ტოტენჰემის მატჩი ძლიერი დიდთოვლობის გამო გადაიდო

დღეს, თბილისის დროით 18:00 საათიდან, ტარფ მურიზე, ინგლისის პრემიერლიგის მე-13 ტურის, ბარნლი - ტოტენჰემის შეხვედრა იყო ჩანიშნული, თუმცა მატჩი დიდთოვლობის გამო გადაიდო.

მატჩის გადადების შესახებ ინფორმაცია საფეხბურთო კლუბებმა შეხვედრის დაწყებამდე დაახლოებით 50 წუთით ადრე დაადასტურეს.

,,გიდასტურებთ, რომ ბარნლის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრა ამინდის გაუარესების გამო გადაიდო", - წერს ტოტენჰემის ოფიციალური გვერდი.

შესაბამისი სამუშაოები სტადიონის, ტარფ მურის მოსაწესრიგებელ სამუშაოებში ჩაერთვნენ, თუმცა მატჩის დაწყებამდე თოვა არ შეწყდა.

ამ ეტაპზე, შეხვედრის გამართვის ახალი თარიღი არ დასახელებულა.

გასული, 12 ტურის შემდეგ, ბარნლის მხოლოდ 9 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილს იკავებს, ტოტენჰემი კი ჯერჯერობით, 19 ქულით, მე-7 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,მატადორი კი არა ტილო ხარ
,,მატადორი კი არა ტილო ხარ" - რუსმა მებრძოლმა თოფურიას მიმართა