„იპოვეთ ადამიანი, რომელსაც ისე უყვარხართ, როგორც თოკოს საქართველოს ნაკრებში თამაში უყვარს“
Aa
Aa

„იპოვეთ ადამიანი, რომელსაც ისე უყვარხართ, როგორც თოკოს საქართველოს ნაკრებში თამაში უყვარს“

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მოიგო. გამარჯვებულის ბედი მეოთხე მეოთხედში გადაწყდა და ზუროსის ბიჭებმა მეტოქეს 88-83 სძლიეს.

საქართველოს ნაკრების წარმატებაში თორნიკე შენგელიამ დიდი წვლილი შეიტანა და აქტივში 16 ქულა და 13 მოხსნა ჩაიწერა. მატჩის შემდეგ, FIBA-ს მსოფლიო ჩემპიონატის „ტვიტერის“ გვერდი მის ასპარეზობას გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში შენგელიას მომენტების ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა წარწერით - „იპოვეთ ადამიანი, რომელსაც ისე უყვარხართ, როგორც თოკოს საქართველოს ნაკრებში თამაში უყვარს“.

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებს თად მაკფადენმა ულიდერა, რომელმაც ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და 27 ქულა, 4 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. გიორგი შერმადინმა აქტივში 23 ქულა, 2 მოხსნა და 4 ასისტი ჩაიწერა. ბექა ბურჯანაძემ კი შეხვედრა 11 ქულითა და 7 მოხსნით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 29 ნოემბერს გამართავს და ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები