დემბელემ შესაძლოა ბარსელონა დატოვოს - მისთვის ბრძოლაში ფავორიტი ნიუკასლია
Aa
Aa

დემბელემ შესაძლოა ბარსელონა დატოვოს - მისთვის ბრძოლაში ფავორიტი ნიუკასლია

„ბარსელონას“ შემტევმა, უსმან დემბელემ შესაძლოა, „კამპ ნოუ“ დატოვოს. 24 წლის გარემარბს კლუბთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და თვლის, რომ სხვაგან უფრო მაღალი ხელფასი ექნება.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, „ბარსამ“ საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, დემბელეს მაქსიმალური წინადადება უკვე გაუკეთა, მაგრამ ეს ფრანგის დასარწმუნებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. უსმანსა და მის აგენტს მიაჩნიათ, რომ ეს შეთავაზება საკმარისად დამაჯერებელი არ ყოფილა.

ესპანური გამოცემის ცნობით, დემბელეს რამდენიმე მსურველი ჰყავს და ამ ეტაპზე, მთავარი ფავორიტი „ნიუკასლია“. „კაჭკაჭები“ მზად არიან, უსმანს ყოველწლიურად 15 მილიონი ევრო გადაუხადონ და კლუბთან კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ ბონუსის სახით 15 მილიონი ევრო გადასცენ, ხოლო მისი აგენტისთვის სოლიდური კომპენსაცია გაიღონ.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონას“ ხელმძღვანელებს უსმანის ძალიან ეიმედებათ. „კამპ ნოუზე“ თვლიან, რომ დემბელე კილიან მბაპეზე უკეთესი ფეხბურთელია და მის შესანარჩუნებლად მაქსიმუმს გააკეთებენ. კლუბის მესვეურების პოზიციას ჩავიც იზიარებს. ამ უკანასკნელის თქმით, უსმანს შეუძლია, თავის პოზიციაზე მსოფლიოში საუკეთესო გახდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები