ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო გოლი ცნობილია
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო გოლი ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში, მე-5 ტურის მატჩში, ლივერპულმა პორტუს ენფილდზე უმასპინძლა და ორი უპასუხო გოლი გაუტანა (2-0). განსაკუთრებით შთამბეჭდავი გამოვიდა ტიაგო ალკანტარას შორეული გასროლა, რომელმაც მეტოქის კარი 52-ე წუთზე აიღო.

სწორედ აღნიშნული გოლი დასახელდა ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესოდ.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის ამ კვირაში ბევრი ლამაზი გოლი გავიდა, მათ შორის სუპერვასკვლავის, რობერტ ლევანდოვსკის ე.წ. ,,მაკრატელა'', რომელიც პოლონელმა დინამო კიევს გაუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები