Aa Aa
25 ნოემბერი 2021  |  14:54

ვან დერ ვაარტი: "მესის გამო ვნერვიულობ, ეს სირცხვილია, ყველაფერი კუმანით დაიწყო"

ვეტერანმა ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა ლეო მესი გააკრიტიკა და მას მონდომება დაუწუნა.

„მესის ასეთი მდგომარეობა მაწუხებს. ეს ნებისყოფის საქმეა. ან გინდა თამაში ან არა. მესი მოთხოვნადია. თუ, მან არ გაიტანა გოლი და არ შეასრულა საგოლე გადაცემა, მაშინ მას ცუდი მატჩი ჰქონდა. ნეიმარი და მბაპეც ასევე არიან.

მაგალითად, კრიშტიანუ რონალდუ - მიუხედავად იმისა, რომ ისინი განსხვავებული ტიპის ფეხბურთელები არიან, პორტუგალიელი იბრძვის და სურს გუნდი შემდეგ ეტაპზე გაიყვანოს. მესი დროდადრო მოედანზე დადის და მე ვფიქრობ - „არ გრცხვენია?“

მესის გამო ვნერვიულობ. ეს სირცხვილია, რადგან ასეთი ფეხბურთელი აღარასოდეს დაიბადება. ყველაფერი კუმანით დაიწყო. ეს იყო მუშაობაზე უარის თქმა. ეს მესის მსგავსი ფეხბურთელისთვის სწორი მიდგომა არ არის“.

- ციტირებს ვან დერ ვაარტის სიტყვებს Mundo Deportivo.

ტიერი ანრის კრიტიკა პარიზელთა შემტევი ტრიოს მისამართით

„თუ ჩემპიონთა ლიგის მოგება გინდა, შენ 7 ფეხბურთელით თავს ვერ დაიცავ. ეს შეუძლებელია, არ მაინტერესებს ვინ ხარ. განაპირა მცველები ერთი სამის წინააღმდეგ და ორი სამის წინააღმდეგ რჩებოდნენ.

მეტოქე გუნდის მცველები მათ წინააღმდეგ თავს კომფორტულად გრძნობენ. საფრანგეთის ჩემპიონატში გუნდებს მათი განეიტრალება არ შეუძლიათ, მაგრამ სიტის ეს შეუძლია.

პოჩეტინოს ზოგჯერ საშუალება არ ეძლევა, რომ გუნდში პოჩეტინო იყოს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage
"არის აქ ვინმე, ვინც ფიქრობს, რომ მიუნხენში წავალთ და ვერ მოვიგებთ?"