ტოჩინოშინის ზედიზედ მეორე გამარჯვება - ლევანმა იორიკირის ილეთით მოიგო
Aa
Aa

ტოჩინოშინის ზედიზედ მეორე გამარჯვება - ლევანმა იორიკირის ილეთით მოიგო

„ფუკუოკა კოკუსაი ცენტრში“ წლის ბოლო სუპერტურნირი, „კუიშუ ბაშო“ მიმდინარეობს და მე-11 დღეს, ქართველი სუმოტორი, ლევან გორგაძე ჩიიოშომას დაუპირისპირდა. ტოჩინოშინმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად ბრძოლას განაგრძობს.

„ტოჩიმ“ თავისი უპირატესობა კარგად გამოიყენა და მავაშის აღების შემდეგ, მეტოქე დოჰიოდან გადაიყვანა. გორგაძემ იორიკირის ილეთით იმარჯვა და ხვალ სადანოუმის შეხვდება. ამ უკანასკნელის წინააღმდეგ ლევანი დოჰიოზე 8-ჯერაა გასული და იგი 5-ჯერ დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა რიკიშიმ „კიუშუ ბაშოს“ საწყისი 4 შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა და ოთხივეში წაგება ჩაეთვალა. ასე რომ, 11 დღის შემდეგ, მის ანგარიშზე 4 მოგება და 7 მარცხია. ლევანმა ყველა დარჩენილი შეხვედრა უნდა მოიგოს, რათა დადებითი ბალანსი დააფიქსიროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები