Aa
Aa

"მსაჯის შეცდომები გარდაუვალია" - სიმეონე მილანთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის „ატლეტიკო“ „მილანს“ უმასპინძლებს. წარუმატებლობის შემთხვევაში „როსონერი“ ჯგუფში ჩარჩება. ამ ძალზედ მნიშვნელოვანი მატჩის წინ, დიეგო სიმეონემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

სიმეონე: 

„“მილანთან“ მატჩში საუკეთესო შემადგენლობის დაყენებას ვეცდები. ჩვენ ვართ გუნდი, რომელსაც მნიშვნელოვანი ფეხბურთელები ჰყავს. დე პაული „ატლეტიკოს“ კარგად მოერგო, ხოლო ლე მარი კარგ ფორმაშია. იტალიაში გამართულ შეხვედრაში ჩემმა გუნდმა მხოლოდ 20 წუთი იწვალა. დანარჩენ შემთხვევაში ვდომინირებდით და გავიმარჯვეთ. ვნახოთ იგივეს გაკეთებას შეძლებენ თუ არა მილანელები.

ჩემპიონთა ლიგაზე უმნიშვნელო მატჩები არ არსებობს. შეხედეთ ჯგუფში შექმნილ სატურნირო ვითარებას. „მილანთან“ დაპირისპირება ძალიან მნიშვნელოვანია. გუნდის მთავარი ძალა დაცვითი სისტემაა. ვეცდებით, რომ ჩვენი ძალები შეტევაშიც გამოვავლინოთ. მსაჯების შეცდომები ჩემპიონთა ლიგაზე ხშირად ხდება. ეს გარდაუვალია და მუდამ ასე იქნება.“

სატურნირო მდგომარეობა 

4 ტურის შემდეგ „მილანი“ 1 ქულით ბოლო ადგილზეა, ხოლო „ატლეტიკო“ 4 ქულით მესამეზე. პირველ პოზიციას 12 ქულით „ლივერპული“ იკავებს, ხოლო 5 ქულით „პორტუ“ მეორე ადგილზე მოგვევლინა. ამ სიტუაციიდან გამომდინარე „როხიბლანკოსაც“ და „როსონერისაც“ გამარჯვება სჭირდება. მატჩი 24 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 00:00-დან დაიწყება. 

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების წინა დაპირისპირება იტალიაში გაიმართა და მადრიდელებმა 2:1 გაიმარჯვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ატლეტიკო VS მილანი - მატჩის წინ
ატლეტიკო VS მილანი - მატჩის წინ