ტერი:
Aa
Aa

ტერი: "მილანში თამაში ჩემი ოცნება იყო"

ჟოზე მოურინიომ ლონდონის „ჩელსიში“ ბრწყინვალე დაცვის სისტემა ჩამოაყალიბა. ცენტრალური დაცვის მთავარი ფიგურა კი ჯონ ტერი გახლდათ. ინგლისელმა ყოფილმა უკანახაზელმა La Gazzetta dello Sport-თან საუბრისას აღნიშნა, რომ მისთვის მოურინიო საუკეთესო მწვრთნელია და ერთ დროს „მილანში“ გადასვლა შეეძლო.

ტერი:

„როდესაც 33 წლის ვიყავი „მილანი“ ჩემით დაინტერესდა და ტრანსფერი საკმაოდ რეალური იყო. მხოლოდ ჩემი თანხმობა იყო საჭირო და „როსონერის“ ფეხბურთელი გავხდებოდი. საბოლოოდ არაფერი მოხდა. „მილანში“ თამაში ჩემი ოცნება იყო, თუმცა ძალიან გამიმართლა, რადგან ჩემი ცხოვრება „ჩელსის“ უკავშირდება.

მახსოვს ერთხელ ტერფის ტრავმა მივიღე და 20 დღე ვერ ვითამაშებდი. ჟოზე გასახდელში სამედიცინო შტაბთან ერთად შემოვიდა და მათ ესაუბრებოდა. მოურინიომ სრული იგნორი გამიკეთა და ამას ვერ შევეგუებოდი, რადგან კაპიტანი ვიყავი. ექიმებს გამაყუჩებლის გაკეთება ვთხოვე, რადგან მეორე დღეს თამაში მინდოდა. მათ გიჟად ჩამთვალეს.

მოურინიომ თამაშის ნება დამრთო და ამის შემდეგ 5 დღით გამოჯანმრთელების მიზნით დუბაიში გამიშვა. პორტუგალიელი ჩემს კარიერაში საუკეთესო მწვრთნელია. მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე და ჩემი დონის ამაღლებაში უდიდესი როლი ითამაშა.“

ტერი „ჩელსიში“

ლეგენდარული ინგლისელი „არისტოკრატების“ აკადემიაში 1995 წელს ჩაირიცხა და პირველ გუნდში 1998 წელს დაწინაურდა. 1998 წლიდან 2017 წლამდე ტერი „ჩელსის“ ღირსებას იცავდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან ყველა ტურნირზე ერთად 717 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 67 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები