მაისაშვილი: ,,მიმაჩნია, რომ ერთი საფეხურით მაღლა ავედით
Aa
Aa

მაისაშვილი: ,,მიმაჩნია, რომ ერთი საფეხურით მაღლა ავედით"

ნოემბრის პირველ ტესტ-მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთს, სტუმრად დაუპირისპირდა და ანგარიშით - 41-15 დამარცხდა, ხოლო შემდეგ, ესპანეთში, ამხანაგური შეხვედრა ფიჯის წინააღმდეგ გამართა. ლევან მაისაშვილის მოთამაშეები გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა ფრედ - 15-15 დასრულდა.

ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი, ლევან მაისაშვილი, ესპანეთში, ფიჯისთან ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი დარჩა, ხოლო ფიჯისთან განსაკუთრებით პირველ ტაიმში ნაჩვენები თამაშის ხარისხი მოეწონა:

„თამაშამდე ღრმა ანალიზი გვქონდა -  რა და როგორ უნდა გაგვეკეთებინა და მთლიანობაში ეს მოვახერხეთ. თამაშის მართვა შეხვედრის დებიუტშივე შევძელით, ის,  რისი პრობლემაც ძლიერ გუნდებთან სულ გვაქვს ხოლმე. ფიჯიმ შეცდომები დაუშვა და მათი რეალიზება შევძელით. საწყენია, რომ იქით გასატანი ლელო აქეთ მივიღეთ. ამ ეპიზოდში ემოციამ გვძლია, თორემ დარწმუნებული ვარ, შემდეგ ფაზაში ლელოს ჩვენ დავდებდით. სამწუხარო იყო ტაიმის ბოლოს ჯარიმა, როგორც აღმოჩნდა, ის გადამწყვეტი იქნებოდა. მთლიანობაში, ტაიმმა ჩვენი კარნახით ჩაიარა, ვიყავით ხისტები დაცვაში და კარგად ვმოქმედებდით ფეხით თამაშისას.

ფოტო: რაგბის კავშირი

მეორე ტაიმში ფიჯიმ თავს საკუთარი თამაში მოგვახვია და ასეთ დროს მისი შეჩერება ძალიან რთულია. მნიშვნელოვანი იყო, რომ შევძელით მათი მოლების გაჩერება და შერკინებაში რამდენჯერმე დავაჯარიმეთ. საწყენია, რომ გამარჯვება ვერ მოვახერხეთ, რისი შანსიც გვქონდა, თუმცა წაგებამდეც ერთი ნაბიჯი იყო. მთლიანობაში, ჩვენი გეგმის ნაწილობრივ განხირციელება შევძელით და თამაშსაც დადებითად ვაფასებ.

მიმაჩნია, რომ ამ თამაშით და ზოგადად ამ ტურნეთი, ერთი საფეხურით მაღლა ავედით. ბიჭებმა საკუთარი ძალების ირწმუნეს და დაინახეს, რომ ამ მრისხანე მეტოქის დამარცხება შეუძლიათ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კარგად გვახსოვს რა შედეგით დასრულდა ფიჯისთან მატჩი 2019 წლის მსოფლიო თასზე. მას შემდეგ, შარშანდელ შეხვედრაში, პროგრესი გვქონდა, ახლა კი შარშანდელთან შედარებით იყო პროგრესი. ეს იმის ნიშანია, რომ სწორ გზაზე ვდგავართ.

ნოემბრის ორი თამაში საქართველოსთვის ძალიან დიდი აქტივია",-აღნიშნა მაისაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაკრებში ადგილი ახალგაზრდებს უნდა დაეთმოთ“, - გუცაევი აქტუალურ თემაზე
„ნაკრებში ადგილი ახალგაზრდებს უნდა დაეთმოთ“, - გუცაევი აქტუალურ თემაზე