22 ქულა და ორმაგი დუბლი - მამუკელაშვილის ბრწყინვალე მატჩი G ლიგაში
Aa
Aa

22 ქულა და ორმაგი დუბლი - მამუკელაშვილის ბრწყინვალე მატჩი G ლიგაში

„მილუოკი ბაქსის“ ქართველმა კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა G ლიგაში, „ვისკონსინ ჰერდის“ რიგებში იასპარეზა და ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. „მამუს“ გუნდმა „ფორტ უეინ მედ ენთსი“ დაამარცხა - დ114-102 და ვისკონსინელთა წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი სწორედ მამუკელაშვილი გახლდათ.

სანდრომ პარკეტზე 28 წუთი გაატარა და „ვისკონსინის“ რიგებში საუკეთესო იყო. მამუკელაშვილმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, ორმაგი დუბლი გაიფორმა და აქტივში 22 ქულა, 10 მოხსნა (5 მოხსნა მეტოქის ფარზე), 2 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება ჩაიწერა.

ქართველმა კალათბურთელმა 14-დან 9 ბურთი ჩააგდო. 3-დან 1 სამქულიანი გამოიყენა და 4-დან 2 საჯარიმო მიითვალა. „მამუს“ პერსონალური ფოლი არ მიუღია, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და +/--ის გრაფაში +10 დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ მამუკელაშვილმა G ლიგაში სადებიუტო მატჩი რამდენიმე დღის წინ გამართა. „მამუმ“ იმ შეხვედრაშიც ორმაგი დუბლი გაიფორმა და გუნდს 11 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება შესძინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები