,,ხაჭაპური, ხაჭაპური
Aa
Aa

,,ხაჭაპური, ხაჭაპური" - თანაგუნდელებმა შერმადინს ინტერვიუს მიცემა არ აცადეს

ACB ლიგის მორიგ ტურში ტენერიფემ გრან კანარიას უმასპინძლა და 9-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით - 98:89 დაამარცხა. მატჩში გამორჩეული გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც ორივე გუნდში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა პარკეტზე 22 წუთი და 44 წამი გაატარა. 

შერმადინის სრული სტატისტიკა: 25 წუთი, 25 ქულა (7/7 ორქულიანი, 13-დან 11 საჯარიმო), 10 მოხსნა, 1 პასი, 1 დაფარება. მატჩი ორი ჯარიმით დაასრულა, მასზე კი წესები 10-ჯერ დაარღვიეს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ქართველი ცენტრის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 41-ს მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ შერმადინის უშუალო კონკურენტი იგორ პუსტოვოი გახლდათ. გრან კანარიას ცენტრი უკრაინის ნაკრების ხუთეულის წევრია და 26 ნოემბერს, საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ, თბილისში ჩამოვა. პისტოვოიმ ამ მატჩში 22 წუთი ითამაშა და 8 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, როდესაც შერმადინი მედიასთან მატჩს აფასებდა, თანაგუნდელებმა საუბარი - ,,ხაჭაპური, ხაჭაპურის" შეძახილებით არ აცადეს.


შეგახსენებთ, რომ 11 ტურის შემდეგ ტენერიფეს 16 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება. ვიდორეტას გუნდი მხოლოდ რეალსა და ბარსელონას ჩამორჩება.

ტენერიფე შემდეგ ტურში სტუმრად, მანრეზას დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინტერესი უცხოეთიდან: ,,თამაში დასრულებული არ იყო, 50-ზე მეტი შეტყობინება შემომივიდა“
ინტერესი უცხოეთიდან: ,,თამაში დასრულებული არ იყო, 50-ზე მეტი შეტყობინება შემომივიდა“