ხიზანიშვილი: ,,ბოლო შეხვედრებში „მე“ ბევრ ფეხბურთელს უკან ჰქონდა გადაწეული“
Aa
Aa

ხიზანიშვილი: ,,ბოლო შეხვედრებში „მე“ ბევრ ფეხბურთელს უკან ჰქონდა გადაწეული“

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ამხანაგური შეხვედრა უზბეკეთის წინააღმდეგ გამართა და წლის ფინალურ მატჩში ანგარიშით - 1-0 გაიმარჯვა. აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, ფრანგი სპეციალისტის, ვილი სანიოლის საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა - მათ შორის, 2 შეხვედრა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, როდესაც სტუმრად, კოსოვო დავამარცხეთ (1-2), ხოლო ბათუმის სტადიონზე - შვედეთი (2-0).

ამით, ჩვენმა ნაკრებმა სიახლეებით სავსე კალენდარული წელი დაასრულა.

შვედეთთან შეხვედრაში, ყვითელი ბარათების გამო დისკვალიფიცირებული იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი, გუნდი მოედანზე მისმა ასისტენტმა, ზურაბ ხიზანიშვილმა გაიყვანა.

ფრანგი სპეციალისტის ქართველი ასისტენტი სტუმრად საქართველოს პირველ არხზე, გადაცემა ,,ტაიმაუტში" იმყოფებოდა, სადაც ფეხბურთელების სელექციის შესახებ ისაუბრა:

„ნაკრებში რომ ვთამაშობთ, უნდა იყოს ჩვენ და არა – მე! ვერავინ დამაჯერებს, რომ სკამზე მჯდომი ფეხბურთელი ბედნიერი იქნება, მაგრამ ეს არ უნდა გამოამჟღავნოს. მიხარია, რომ ბოლო შეხვედრებში „მე“ ბევრს უკან ჰქონდა გადაწეული“.

ჩვენი გუნდი 2022 წლის მარტში შეიკრიბება და ამხანაგურ შეხვედრას გამართავს (მეტოქე ჯერჯერობით, ცნობილი არ არის), ხოლო იქამდე, UEFA-ს ერთა ლიგის 2022/23 წლის სეზონის შესახებ შევიტყობთ.

მიმდინარე წლის 16 დეკემბერს, შვეიცარიის ქალაქ მონტროში, UEFA-ს ერთა ლიგის 2022/23 წლის სეზონის წილისყრა გაიმართება, მატჩები უშალოდ 2022 წლის ივნისსა და სექტემბერში ჩაინიშნება, ხოლო პლეი-ოფის ფინალი 2023 წლის 14-15 ივნისს.

მომზადებულია საქართველოს პირველი არხის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაკრებში ადგილი ახალგაზრდებს უნდა დაეთმოთ“, - გუცაევი აქტუალურ თემაზე
„ნაკრებში ადგილი ახალგაზრდებს უნდა დაეთმოთ“, - გუცაევი აქტუალურ თემაზე