Aa
Aa

"ჯანდაბაშიც წასულხარ" - ცნობილია გასპერინის და რონალდუს დიალოგი

ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში „ატალანტამ“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ ბერგამოელები 2-ჯერ იგებდნენ და ანგარიში ორჯერვე კრიშტიანუ რონალდუმ გაათანაბრა.

პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა მეორე გოლი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაიტანა და „ატალანტას“ 3 ქულა ხელიდან გამოგლიჯა. მატჩის დასრულების შემდეგ, კამერებმა დააფიქსირეს, რომ გასპერინი და კრიშტიანუ ერთმანეთს ესაუბრებოდნენ.

მოგვიანებით პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა გასპერინის ჰკითხა, თუ რაზე საუბრობდნენ ის და რონალდუ.

გასპერინი:

„დიახ მართალია, მე და კრიშტიანუ შეხვედრის დასრულების შემდეგ ვსაუბრობდით. ის საოცარი ფეხბურთელია და სამწუხაროდ ზოგიერთი მას პრობლემას ეძახის. თუ რონალდუ პრობლემაა, მაშინ შესანიშნავი პრობლემა ყოფილა. გაინტერესებთ რა ვუთხარი მას? ხუმრობით ვუთხარი, რომ ჯანდაბაში წასულიყო. მან ხომ ჩვენ 3 ქულა მოგვპარა.“

სატურნირო ცხრილი

მეოთხე ტურის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფში სიტუაცია საკმაოდ დაიძაბა. პირველ-მეორე ადგილს „ვილიარეალი“ და „იუნაიტედი“ იკავებენ. „წყალქვეშა ნავმა“ „იანგ ბოიზი“ 2:0 დაამარცხა. მესამე ადგილზე „ატალანტაა“ 5 ქულით, ხოლო ბოლო პოზიციაზე შვეიცარიული გუნდი 3 ქულით.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები