ვანდალიზმი გრემიოს სტადიონზე: ქომაგებმა VAR-ის კაბინა დაამტვრიეს
Aa
Aa

ვანდალიზმი გრემიოს სტადიონზე: ქომაგებმა VAR-ის კაბინა დაამტვრიეს

ბრაზილიის საფეხბურთო ჩემპიონატის, სერია ა-ს 29-ე ტურში ''გრემიოსა'' და ''პალმეირასის'' მატჩის დასრულების შემდეგ მასპინძელთა ქომაგები სტადიონზე შეიჭრნენ, VAR-ის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოები იყვნენ, შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 1:3 დასრულდა.

ქომაგები არბიტრთა გადაწყვეტილებით განსაკუთრებით მაშინ აღშფოთდნენ, როცა VAR-მა ''გრემიოს'' ფეხბურთელის, ელიას მანოელის გოლი არ ჩათვალა და თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

მას შემდეგ რაც მოთამაშეებმა მინდორზე შეჭრილი ქომაგები დაინახეს, გასახდელისკენ სწრაფად გაიქცნენ. ვანდალიზმის ავტორებმა VAR-ის კაბინა დაშალეს და ფოტოგრაფების აღჭურვილობა დაამტვრიეს. 

საფეხბურთო კლუბი ''გრემიო'' მკაცრი დისკვალიფიკაციის მოლოდინშია. ბრაზილიური მედიის ცნობით, შესაძლოა ''გრემიომ'' 10 მატჩი უმაყურებლოდ ჩაატაროს. გარდა ამისა ფინანსური სასჯელიც მოსალოდნელია, ბრიტანული ''სანის'' ცნობით შესაძლოა სასჯელმა 13 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები