საკვალიფიკაციო ეტაპი - ხელბურთელები მზადებას რუმინეთში განაგრძობენ
Aa
Aa

საკვალიფიკაციო ეტაპი - ხელბურთელები მზადებას რუმინეთში განაგრძობენ

საქართველოს ეროვნული ნაკრები რუმინეთში შეკრებაზე იმყოფება და 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება

სანდუ ფლორინ იაკობის მეთაურობით, გუნდი საწვრთნელ პროცესს გადის, 2 ნოემბერს კი, თბილისის დროით 20:00 საათზე ამხანაგურ მატჩში რუმინეთის ნაკრებს შევხვდებით.

რუმინული შეკრების შემდეგ ჩვენი ნაკრები ფინეთს ეწვევა, სადაც მოსფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-2 ჯგუფის მატჩები უნდა ჩატარდეს. ჩვენი მეტოქეები იქნებიან: დიდი ბრიტანეთი (5 ნოემბერი), ფინეთი (6 ნოემბერი) და ესტონეთი (7 ნოემბერი). ჯგუფში ორი საუკეთესო გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაინაცვლებს.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სანდუ ფლორინ იაკობმა შეკრებაზე 16 ხელბურთელს უხმო. აღსანიშანავია, რომ ტრავმის გამო ნაკრებს ლიდერი გიორგი ცხოვრებაძე დააკლდება, თუმცა ბოლო ტურნირის შემდეგ გუნდს დაუბრუნდნენ ნიკოლოზ კალანდაძე და რატი მსხვილიძე.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

გიგა ტორონჯაძე (ბსბ), ზურაბ ცინცაძე („პრილეპი“ ჩრდ. მაკედონია)ხაზეინ რუსტამოვი, რევაზ ჭანტურია, მირიან გავაშელიშვილი (სამივე „პრილეპი“ ჩრდ. მაკედონია), გიორგი დიხამინჯია („ლიუბენაუ“ გერმანია), რატი მსხვილიძე („ტრაბზონი“ თურქეთი), ერეკლე არსენაშვილი („სპორტინგი“ პორტუგალია), ირაკლი ჩიქოვანი („კონსტანცა“ რუმინეთი), თეიმურაზ ორჯონიკიძე („ბაკაუ“ რუმინეთი), ნიკოლოზ კალანდაძე („შამბერი“ საფრანგეთი), ირაკლი კბილაშვილი („სუჩავა“ რუმინეთი), ზურაბ აბრამიშვილი, ირაკლი გოგოლაძე , უჩა მაისურაძე (სამივე „ბსბ“), ზურაბ სიმონია („ქუთაისი“)

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები