ხვიჩას გოლი არ ჩაუთვალეს - რუბინმა ისევ ვერ მოიგო
Aa
Aa

ხვიჩას გოლი არ ჩაუთვალეს - რუბინმა ისევ ვერ მოიგო

რუსეთის პრემიერ ლიგის მე-12 ტურში ყაზანის „რუბინი“ „უფას“ ესტუმრა და მორიგი ქულები დაკარგა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ყაზანურმა კლუბმა ზედიზედ მეხუთე მატჩი ვერ მოიგო. 3 წაგება და 2 ფრე.

მატჩი აქტიურად მასპინძლებმა დაიწყეს და პირველ ტაიმში სრული დომინაცია ჰქონდათ. ანგარიში პენალტის ნიშნულიდან მე-19 წუთზე აგალაროვმა გახსნა. „უფა“ აქტიურ თამაშს განაგრძობდა, თუმცა დღევანდელი შეხვედრის მასპინძლებს 34-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელია გამოეპარათ, რომელმაც გოლი გაიტანა, თუმცა ვიდეო რეფერის გადამოწმების შემდეგ გაუქმდა.

მეორე ტაიმში „რუბინმა“ თამაში გამოასწორა და გულშემატკივრებმა თანაბარი დაპირისპირება იხილეს. სლუცკის გუნდმა 59-ე წუთზე გაათანაბრა. მასპინძელთა ცენტრალურმა მცველმა ჟურავლევმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. საბოლოოდ ფრე 1:1.

სატურნირო მდგომარეობა

12 ტურის შემდეგ ყაზანის „რუბინი“ 16 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება. მომავალ ტურში კი საკუთარ კედლებში ცსკა-ს დაუპირისპირდება. რაც შეეხება „უფას“, რუსული კლუბი 10 ქულით ბოლოსწინა მე-15 ადგილზეა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები