გულშემატკივრის რჩეული | ოქრიაშვილის სადებიუტო გოლი ტურის საუკეთესოა
Aa
Aa

გულშემატკივრის რჩეული | ოქრიაშვილის სადებიუტო გოლი ტურის საუკეთესოა

კვიპროსის ჩემპიონატში მე-6 ტურში ქართველი ლეგიონერების აპოელმა აჩნასს უმასპინძლა და ანგარიშით - 2-1 გაიმარჯვა.

მატჩში ანგარიში აპოელმა ქართველი ლეგიონერის, თორნიკე ოქრიაშვილის სადებიუტო გოლით, შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით, პირველი ტაიმის მიწურულს, 45+1 წუთზე გახსნა.

აღნიშნულ მატჩში აპოელმა მოუგებელი სერია შეწყვიტა და აქტივს 3 ქულა შემატა.

ტურის მიწურულს, ტრადიციულად, გულშემატკივარმა საუკეთესო გოლი გამოავლინა. ჯამური ხმების 51 %  სწორედ გუნდის ქართველი ლეგიონერის გოლმა დაიმსახურა. ინფორმაციას კვიპროსის ფეხბურთის პროფესიული კავშირი (PASP) ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ კვიპროსის მიმდინარე სეზონში აპოელი არადამაჯერებლად გამოიყურება.

6 ტურის შემდეგ გუნდს მხოლოდ 6 ქულა აქვს და 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილს იკავებს.

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები