ბარსელონა VS რეალი - მატჩის წინ
Aa
Aa

ბარსელონა VS რეალი - მატჩის წინ

ლა ლიგის მორიგ ტურში გულშემატკივრები „ელ კლასიკოს“ იხილავენ. „ბარსელონა“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, CrystalSport ყველა საინტერესო და საჭირო ინფორმაციას ერთ სივრცეში გთავაზობთ.

„რეალი“

მადრიდული გრანდი „ელ კლასიკოს“ კარგ ხასიათზე ხვდება. გუნდმა რთული პერიოდი გადალახა და ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელ ტურში სტუმრად დონეცკის შახტარი 5:0 გაანადგურა.

ამ მომენტისთვის „ბლანკოსი“ ლა ლიგაში 17 ქულით მესამე ადგილზეა, თუმცა სხვა გუნდებზე 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. აღსანიშნავია, რომ ანჩელოტის ბიჭებმა ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ორ ტურში გამარჯვება ვერ შეძლეს. ფრე „ვილიარეალთან“ და მარცხი „ესპანიოლთან“.

დანაკლისი

მადრიდის „რეალს“ „ბარსელონასთან“ მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება. „სამეფო კლუბს“ ბეილი, ისკო, სებალიოსი და ისკო არ ეყოლება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას კარიმ ბენზემას თამაშიც. ფრანგმა თავდამსხმელმა უკანასკნელ ვარჯიშზე დაზიანება მიიღო.

რა თქვა ანჩელოტიმ მატჩის წინ?

„ყველა ჩემპიონატში არსებობს განსაკუთრებული დაპირისპირებები. ესპანეთში ასეთი „ელ კლასიკოა“, რომელსაც ვერცერთი დუელი ვერ შეედრება. ბარსას წინააღმდეგ მაქსიმალურად კარგად უნდა მოემზადო, წინააღდეგ შემთხვევაში წარმატებას ვერ მიაღწევ. ჩემი გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კარგად თავის დაცვაა.

ყველა ის თამაში, რომელიც მოვიგეთ, კარი მშრალად შევინახეთ.„შახტართან“ მატჩის შემდეგ ძალები აღვიდგინეთ და კარგ ფორმაში ვართ. ვფიქრობ, კარვახალი და აზარიც მზად იქნებიან. „ელ კლასიკოსთვის“ მოსამზადებლად ბევრი დრო გვქონდა. ჩვენ ამ თამაშს სრული სიმშვიდითა და აბსოლუტური თავდაჯერებულობით შევხვდებით.”

„ბარსელონა“

მსგავსად „რეალისა“, „ბარსელონაც“ უკეთეს ფორმაში შევიდა. გუნდმა ბოლო ორი მატჩი მოიგო. ლა ლიგის უკანასკნელ ტურში კუმანის ბიჭებმა „ვალენსია“ დაამარცხეს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში საკუთარ კედლებში კიევის „დინამოს“ 1:0 აჯობეს, თუმცა „ბლაუგრანა“ თამაშის იმ ხარისხს, რომელსაც გულშემატკივრები ითხოვენ მაინც ვერ აჩვენებს.

ლა ლიგაში კატალონიურ გრანდს 15 ქულა აქვს და მე-8 ადგილზე იმყოფება. მსგავსად „რეალისა“ ბარსასაც სხვა გუნდებზე 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

დანაკლისი

რონალდ კუმანს მადრიდელებთან მატჩში არაუხო, დემბელე, ბრაითვაიტი და პედრი არ ეყოლება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ხორდი ალბას თამაშიც. გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელი უკანახაზელი გამაყუჩებელს გამოიყენებს და თუ ტკივილები არ შეაწუხებს თამაშს შეძლებს.

რა თქვა კუმანმა მატჩის წინ?

„ჩვენ არაფერი გაგვაკვირვებს. „რეალი“ გამოცდილი გუნდია, რომელსაც შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს. მნიშვნელოვანი ბურთის ფლობა იქნება, თუმცა ანჩელოტის გუნდი კონტრ-შეტევებზე ბრწყინვალედ თამაშობს და ეს კომპონენტი უნდა ვაკონტროლოთ. ვფიქრობ, ბევრი მომენტი არ შეიქმნება და შეტევაში მაქსიმალურად ეფექტურები უნდა ვიყოთ.

„ელ კლასიკო“ სეზონის ერთ-ერთი მთავარი მატჩია, თუმცა წინ ბევრი შეხვედრაა დარჩენილი. მაგალითად „ბაიერნთან“ დაპირისპირება განსხვავებული ხასიათის იქნება. ამ მატჩებში შეგვიძლია ვაჩვენოთ, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. შედეგი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. შიშის გარეშე უნდა ვითამაშოთ და ყველას დავანახოთ, რომ გამარჯვებას ვიმსახურებთ.“

ამ გუნდების ბოლო დაპირისპირებები

აღსანიშნავია, რომ კატალონიის „ბარსელონამ“ „ელ კლასიკოში“ ბოლოს 2019 წლის მარტში გაიმარჯვა. ხსენებული დაპირისპირების შემდეგ 4 შეხვედრა გაიმართა. 1 ფრედ დასრულდა, ხოლო 3 გამარჯვება „რეალს“ დარჩა. უკანასკნელად „ელ კლასიკო“ 10 აპრილს გაიმართა და „ბლანკოსმა“ 2:1 გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და მადრიდის „რეალის“ დაპირისპირება 24 ოქტმობრით თარიღდება და თბილისის დროით 18:15-დან დაიწყება.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები