Aa Aa
22 ოქტომბერი 2021  |  14:20

საბურთალოს ორგანიზებულ ტურნირზე ბარსელონას აკადემია, ვალენსია და შახტარი ითამაშებენ

ყოველ ორშაბათს, 21:00 საათზე, CrystalSport-ი ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს „საგოლე გადაცემას" სთავაზობს. გადაცემის წამყვანები საინტერესო სტუმრებთან ერთად ქართულ ფეხბურთში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს მიმოიხილავენ.

ერთ-ერთი გადაცემის სტუმარი სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის, ასევე, საფეხბურთო კლუბ საბურთალოს პრეზიდენტი, ტარიელ ხეჩიკაშვილი იყო, რომელმაც საინტერესო საკითხების შესახებ ისაუბრა და სიახლეები დაანონსა.

„საგოლე გადაცემის" ეთერში ხეჩიკაშვილმა საერთაშორისო ტურნირის ორგანიზება ქსკლუზიურად დაანონსა და ერთ-ერთი გუნდის, ვალენსიას სახელიც გაამხილა.


საერთაშორისო ტურნირი - „კოკა კოლას თასი", 26-31 ოქტომბერს,  15-წლამდე გუნდებს შორის გაიმართება. ტურნირში მონაწილეობას ისეთი ქვეყნების გუნდები მიიღებენ, როგორებიცაა: საბურთალო , ვალენსია, ბარსელონას აკადემია, შახტარი, ბიუნიდკორი, ტრაპზონსპორი.

საერთაშორისო ტურნირის მასპინძელი ბენდელას სტადიონი იქნება, რომელიც ახლახანს განახლდა.

აღსანიშნავია, რომ ბენდელას სტადიონს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ საჩუქრად გადასცა მინდვრის საფარი და უზრუნველყო მინდვრის მოწყობის სამუშაოები.

საერთაშორისო ტურნირის პრეზენტაცია

ტარიელ ხეჩიკაშვილი (სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი)

საერთაშორისო ტურნირის შეხვედრების ხილვა შესაძლებელი საფეხბურთო კლუბ საბურთალოს Youtube არხზე იქნება.

ფოტო: საბურთალო / ფეხბურთის ფედერაცია

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage