მერებაშვილის ბრწყინვალე გასროლა - ბოლო 6 მატჩში 3 გოლი შეაგდო
Aa
Aa

მერებაშვილის ბრწყინვალე გასროლა - ბოლო 6 მატჩში 3 გოლი შეაგდო

პოლონეთის საფეხბურთო ჩემპიონატში გიორგი მერებაშვილმა მორიგი გოლი გაიტანა, 35 წლის შემტევმა ამჯერად გასვლით შეხვედრაში ოლშტინის ''სტომილს'' შეუგდო და გუნდს 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა. ქართველი გარემარბის ბრწყინვალე გოლის შემდეგ ანგარიში ''პოდბესკიძეს'' სასარგებლოდ 0:3 გახდა. საბოლოოდ, მატჩი სტუმრებმა 2:4 მოიგეს.

გიორგი მერებაშვილმა პოლონეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის ბოლო ექვს მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა. ზოგადად, პოლონეთის ჩემპიონატში ფიზიკურ მომზადებაზე ძალიან დიდი აქცენტი კეთდება, მწვრთნელების უმრავლესობისთვის პრიორიტეტი ფიზმომზადებაა. ასაკის მიუხედავად ამ სტილის ჩემპიონატში მერებაშვილი შესანიშნავად გამოიყურება, რაც მის პროფესიონალიზმზე მეტყველებს.

პოლონეთის რანგით მეორე ლიგაში ''პოდბესკიძე'' 21 ქულით მე-6 ადგილზეა, საუკეთესო სამეულს მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, 2016-21 წლებში მერებაშვილი ექსტრაკლასაში პლოცკის ''ვისლას'' რიგებში ასპარეზობდა, ის გუნდისა და ზოგადად ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული სახე იყო. გასულ ზაფხულში პლოცკური გუნდი დატოვა და ''პოდბესკიძეს'' თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები