90 მილიონი კონტრაქტის გაფორმების ბონუსის სახით - ბარსა მბაპეს უმიზნებს
Aa
Aa

90 მილიონი კონტრაქტის გაფორმების ბონუსის სახით - ბარსა მბაპეს უმიზნებს

ესპანურ პრესაში კილიან მბაპეს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. AS-ის ცნობით, „ბარსელონა“ მზადაა, „რეალს“ კონკურენცია გაუწიოს და ფრანგი სუპერვარსკვლავის გადასაბირებლად იბრძოლოს.

ესპანური გამოცემა კატალონიურ კლუბში მომუშავე წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ „ბლაუგრანა“ აპირებს, 22 წლის ფეხბურთელს კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ, ბონუსის სახით 90 მილიონი ევრო გადასცეს. „კამპ ნოუს“ ბინადრები ვარაუდობენ, რომ კლუბს მბაპეს გაფორმება 2022 წლის ივლისში შეეძლება.

„ბარსელონაში“ თვლიან, რომ „რეალი“ გეგმავს, მბაპეს კონტრაქტის გაფორმების სანაცვლოდ, ბონუსის სახით 50 მილიონი ევრო გადასცეს. გარდა ამისა, კატალონიელები აპირებენ, რომ კილიანს გაცილებით მაღალი ხელფასი შესთავაზონ, ვიდრე „სამეფო კლუბი“ შესთავაზებს. მათი აზრით, „რეალი“ მბაპეს 17 მილიონზე მეტს ვერ გადაუხდის და „ბლაუგრანას“ სურს, ვითარებით ისარგებლოს.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას, კილიანს მადრიდის „რეალს“ უკავშირებდნენ. ესპანური პრესის ცნობით, „სამეფო კლუბი“ ახალგაზრდა ფრანგის გადასაბირებლად მაქსიმუმს გააკეთებს და „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დარწმუნებული არიან, რომ მას ამ ზაფხულს, უსასყიდლოდ გაიფორმებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები