FIFA-მ სანაკრებო რეიტინგი განაახლა - საქართველოს ნაკრები დაწინაურდა
Aa
Aa

FIFA-მ სანაკრებო რეიტინგი განაახლა - საქართველოს ნაკრები დაწინაურდა

მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2 შეხვედრა გამართა - ბათუმში, საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლა და დამარცხდა (0-2), ხოლო საკვალიფიკაციოს მეორე მატჩი სტუმრად, კოსოვოს წინააღმდეგ ჩაატარა და გაიმარჯვა (1-2).

ოქტომბერში გამართული მატჩების შემდეგ, FIFA-მ სანაკრებო რეიტინგი განაახლა, სადაც ფრანგი სპეციალისტის საქართველოს ეროვნული ნაკრები 3 პიზიციით დაწინაურდა.

ამ ეტაპზე, ვილი სანიოლის საქართველოს ეროვნული ნაკრები რეიტინგში 93-ე პოზიციას იკავებს (1 234).

TOP 10

1. ბელგია - 1832 ქულა
2. ბრაზილია - 1820
3. საფრანგეთი - 1779
4. იტალია - 1750
5. ინგლისი - 1750
6. არგენტინა - 1738
7. ესპანეთი - 1687
8. პორტუგალია - 1681
9. მექსიკა - 1672
10. დანია - 1668

რომელი პოზიციით დახურავს წელს საქართველოს ეროვნული ნაკრები, ამას მომდევნო თვეში გავიგებთ, როდესაც ჩვენი ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპს დაასრულებს - 11 ნოემბერს შვედეთს უმასპინძლებს, ხოლო 15 ნოემბერს, უზბეკეთს ასევე სახლში, ამხანაგურად დაუპირისპირდება.

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები