Aa Aa
20 ოქტომბერი 2021  |  01:53

მესის დუბლი - პსჟ-მ მძიმე ბრძოლაში ლაიპციგი დაამარცხა

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში „პარი სენ ჟერმენმა“ „ლაიპციგს“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ პოჩეტინოს გუნდი აგებდა და ლეო მესის კარგი თამაშის წყალობით მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა.

ანგარიში მე-9 წუთზე კილიან მბაპემ გახსნა. ბურთს ძირითადად ბელგიელები აკონტროლებდნენ და თამაში საკმაოდ სანახაობრივი გამოვიდა. ორივე გუნდი ქმნიდა მომენტებს და 28-ე წუთზე ანდრე სილვამ წონასწორობა აღადგინა.

მეორე ტაიმი გაცილებით საინტერესო გამოდგა. 57-ე წუთზე მუკიელემ „ლაიპციგი“ დააწინაურა და პარიზელები აანერვიულა. ფრანგული გრანდი შეტევაში კიდევ უფრო აქტიურად გადავიდა, თუმცა გერმანელები კონტრ-შეტევებზე ბრწყინვალედ ასპარეზობდნენ და რამდენიმე რეალური მომენტიც ჰქონდათ.

67-ე წუთზე ლეო მესიმ ანგარიში გაათანაბრა. 74-ე წუთზე კი სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა. ბურთთან მესი მივიდა და ე.გ. „პანენკა“ დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, „ლაიპციგის“ კარში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა, თუმცა ბურთთან მბაპე მივიდა და ვერ გაიტანა. საბოლოოდ 3:2 და პარიზელებმა მნიშვნელოვანი 3 ქულა აიღეს.

სატურნირო მდგომარეობა

მესამე ტურის შემდეგ ამ ჯგუფში სიტუაცია დაიძაბა. პირველ ადგილზე 7 ქულით „პარი სენ ჟერმენია“. მეორე პოზიციაზე 6 ქულით „მანჩესტერ სიტი“ მოგვევლინა. მესამე ადგილს 4 ქულით „ბრიუგე“ იკავებს, ხოლო „ლაიპციგი“ ნული ქულით ცხრილის ბოლო ადგილზე იმყოფება.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage