Crystalbet ეროვნული ლიგა - მნიშვნელოვან მატჩზე მაყურებლები დაუშვეს
Aa
Aa

Crystalbet ეროვნული ლიგა - მნიშვნელოვან მატჩზე მაყურებლები დაუშვეს

Crystalbet ეროვნული ლიგის სეზონის მატჩს მაყურებლები დაესწრებიან. აღნიშნული შეხვედრა 20 ოქტომბერს 18:30 საათზე დაიწყება.სტადიონის შესასველელები კი 16:00 საათიდან გაიღება

 საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სტადიონის საერთო ტევადობის 33%-ზე გულშემატკივართა დასწრება შესაძლებელი გახდა.შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთის რეალიზაცია ონლაინ რეჟიმში მოხდება.

მატჩზე დასწრების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

მატჩის ბილეთი, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა. აღნიშნული ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.

ჩატარებული 29 ტურის შემდეგ ბათუმის „დინამო“ 63 ქულით Crystalbet ეროვნული ლიგის ცხრილის სათავეშია. თბილისის „დინამო“ კი მეორე პოზიციაზეა და ჩემპიონატის ლიდერს 7 ქულით ჩამორჩება.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები