Aa
Aa

"იბრა ძირითადში სათამაშოდ მზად არ არის" - პიოლი პორტუსთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში „მილანი“ „პორტუს“ ესტუმრება. „როსონერის“ მეტად მნიშვნელოვანი მატჩი ელის. შეხვედრის წინ, სტეფანო პიოლიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა პიოლიმ?

„ეს არის მატჩი, რომელიც ნათლად წარმოაჩენს სირთულეებს. მაღალი დონის შეხვედრას ველოდები. ეს ორი დაპირისპირება „პორტუსთან“ ჯგუფიდან გასვლის საკითხში გადამწყვეტი იქნება. ამ ფაქტმა შესაძლოა გარკვეული ცვლილებები შეიტანოს თამაშში.

რადე კრუნიჩს ძირითადში დაწყება შეუძლია. ის თავისი ადგილისთვის მალდინისთან ერთად იბრძვის. კრუნიჩი საკმაოდ კარგ ფორმაშია. ბენასერიც გამოჯანმრთელდა და მზად არის. ზლატანმა ტრავმა მოიშუშა, თუმცა იმ კონდიციაში არ არის, რომ ძირითად შემადგენლობაში ითამაშოს.“

სატურნირო მდგომარეობა

ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში ორი ტურის შემდეგ „მილანი“ ნული ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება „პორტუს“ ერთი ქულით მესამე პოზიციაზეა. ჯგუფს „ლივერპული“ 6 ქულით ლიდერობს, ხოლო „ატლეტიკო“ 4 ქულით მეორე ადგილზეა. ცნობისთვის, „როსონერისა“ და „დრაკონების“ დაპირისპირება 19 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები