Aa
Aa

"დამსახურებულად გავიმარჯვეთ" - კუმანი ვალენსიასთან მატჩის შემდეგ

ლა ლიგის მორიგ ტურში „ბარსელონამ“ „ვალენსიას“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. კატალონიელებმა მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვეს. მატჩს დასრულების შემდეგ, „ბლაუგრანას“ თავკაცმა რონალდ კუმანმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა კუმანმა?

„ახლა მნიშვნელოვანი კვირა დაიწყო და მნიშვნელოვანი იყო კარგად დაწყება. ეს გამოგვივიდა. ყველაფერზე კარგი რეაქცია გვქონდა და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. სიმშვიდეს ვინარჩუნებ. ბურთთან ერთად ჩემი ფეხბურთელები ბრწყინვალედ გამოიყურებოდნენ. მოწინააღმდეგე კარგად გამოიყურებოდა, თუმცა პრობლემებს გავუმკლავდით.

ანსუ ფატი დიდი ხნის პაუზის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა. ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მას ერთი საათი უნდა ეთამაშა. არ მინდა, რომ მნიშვნელოვანი მატჩების წინ ანსუ კვლავ დაზიანდეს. ფატი და დეპაი ერთმანეთს კარგად შეეწყვნენ. გამარჯვებაში კოუტინიომაც დიდი წვლილი შეიტანა. ის საკმაოდ სწრაფად და ჭკვიანურად თამაშობდა.“

სატურნირო ცხრილი და მომავალი ტური

ამ გამარჯვების შემდეგ, „ბარსელონას“ 15 ქულა აქვს და მე-7 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში კუმანის გუნდი მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს. „ელ კლასიკო“ 24 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 18:15-დან დაიწყება.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები