დრამატული მატჩი - ლესტერმა მანჩესტერ იუნაიტედი დაამარცხა
Aa
Aa

დრამატული მატჩი - ლესტერმა მანჩესტერ იუნაიტედი დაამარცხა

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ლესტერს“ ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 2:4 დამარცხდა. „წითელმა ეშმაკებმა“ ქულები ზედიზედ მესამე მატჩში დაკარგეს და სატურნირო მდგომარეობა გაიუარესეს.

ანგარიში მე-19 წუთზე გრინვუდმა გახსნა, რასაც 31-ე წუთზე ტილემანსმა ულამაზესი გოლით უპასუხა. პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. მეორე ტაიმი კი სრული სიგიჟე იყო. ყველაფერი 78-ე წუთზე დაიწყო.

სიონჩუმ მასპინძლები დააწინაურა. რა თქმა უნდა, „იუნაიტედი“ მარცხს არ ეგუებოდა და შეტევა გააძლიერა. 82-ე წუთზე მარკუს რაშფორდმა წონასწორობა აღადგინა, თუმცა ზუსტად 1 წუთში ჯეიმი ვარდიმ „ლესტერი“ წინ გაიყვანა.

სულშერის გუნდი შტურმზე გადავიდა და კვლავ ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა, თუმცა გოლი აქეთ მიიღო. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დაკამ გაიტანა და საბოლოო შედეგი 4:2 დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ამ მარცხის შემდეგ „წითელ ეშმაკებს“ 14 ქულა აქვთ და მე-5 პოზიციაზე იმყოფებიან. ცნობისთვის, ჯერჯერობით თავიანთი მატჩები „ევერტონს“ და „ტოტენჰემს“ არ გაუმართავთ. იმ შემთხვევაში, თუ ჩამოთვლილი გუნდები გაიმარჯვებენ, „იუნაიტედი“ სატურნირო მდგომარეობას კიდევ უფრო გაირთულებს.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები