Aa Aa
16 ოქტომბერი 2021  |  19:22

მნიშვნელოვანი 3 ქულა - საბურთალომ სამგურალი დაამარცხა

Crystalbet ეროვნული ლიგის 29-ე ტურში თბილისის „საბურთალომ“, წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. თბილისურმა კლუბმა მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში და ევრო ტურნირების საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს.

მატჩი აქტიურად სტუმრებმა დაიწყეს და მეხუთე წუთზე „სამგურალი“ კუხიანიძემ დააწინაურა. პირველ ტაიმში გუნდებს მომენტები ჰქონდათ, თუმცა მეტი გოლი აღარ გასულა.

მეორე ნახევარში მასპინძლები გააქტიურდნენ. საწყის წუთებზე მანდრიჩენკომ წონასწორობა აღადგინა. ფრე „საბურთალოსთვის“ მისაღები არ იყო და ზეწოლა გააძლიერა. აქტიურობამ შედეგი გამოიღო და 71-ე წუთზე ტაბატაძემ პენალტის ნიშნულიდან გაიტანა. საბოლოო შედეგი კი, როგორც უკვე მოგახსენეთ 2:1.

სატურნირო მდგომარეობა და მომავალი ტური

ამ გამარჯვების შემდეგ თბილისელებს 49 ქულა აქვთ და მესამე ადგილზე იმყოფებიან. შემდეგ ტურში „საბურთალო“ ქუთაისის „ტორპედოს“ ესტუმრება. რაც შეეხება „სამგურალს“, წყალტუბოელები 36 ქულით მეექვსე ადგილზე იმყოფებიან და 30-ე ტურში „თელავს“ უმასპინძლებენ.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage