ვან დერ ვაარტი:
Aa
Aa

ვან დერ ვაარტი: "დე იონგი კიმიხზე უკეთესია, მაგრამ ის ათიანი არ არის"

რაფაელ ვან დერ ვაარტმა ფრენკი დე იონგის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას სწორად არ იყენებენ.

„ხალხმა დე იონგი არ უნდა შეაფასოს ისე, როგორც ეფექტური შემოქმედებითი ათიანი. ის უბრალოდ ასეთი არ არის. მისი შედარება ბაიერნის კიმიხთან შეიძლება, თუმცა ფრენკი მასზე უკეთესია.

დე იონგმა გიბრალტარის წინააღმდეგ კარგად ვერ ითამაშა. ის პატარა გუნდების წინააღმდეგ რთულად გამოიყურება, რადგან ნაკლები სივრცეა. ვშიშობ, რომ საუკეთესო ბომბარდირი ვერასდროს გახდება.

პრობლემა ის არის, რომ ფრენკის შეუძლია კარგად ითამაშოს 6 ან 8 ნომრის პოზიციაზე, ამიტომ ჩვენ მისგან მეტს ველით. ამავე დროს, ის კლასიკური ათიანისთვის დამახასიათებელ ბრწყინვალე ტექნიკასაც ფლობს“.

- ციტირებს დე იონგის სიტყვებს ნიდერლანდური De Telegraaf-ი.

დე იონგს სათამაშო პოზიციიდან გამომდინარე პრობლემები „ბარსელონაში“ ტრანსფერის შემდეგ დაეწყო, როდესაც თავის პოზიციას მოაშორეს და ნახევარდაცვაში უფრო წინ წაწიეს. ფრენკი „აიაქსში“ საყრდენ ნახევარმცველად ჩინებულად თამაშობდა, თუმცა კატალონიელებმა მისი გარდაქმნა დაიწყეს, რაც დღემდე გრძელდება.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები