ზედიზედ მეორედ - შენგელია ევროლიგის ტურის MVP გახდა
Aa
Aa

ზედიზედ მეორედ - შენგელია ევროლიგის ტურის MVP გახდა

ევროლიგის მესამე წრის საუკეთესო მოთამაშედ თორნიკე შენგელია ზედიზედ მეორედ დასახელდა.

ცსკა-ს ქართველმა კალათბურთელმა „ზენიტთან“ მოგებული მატჩში პირადი რეკორდი დაამყარა და 33 ქულა ჩააგდო. აღნიშნული შეხვედრა კი მოსკოველებმა ანგარიშით 77:67 მოიგეს.

შეგახსენებთ,რომ თოკომიტივი კარიერაში მეექვსედ, ხოლო ცსკა-ს მაისურით მეორედ ტურის MVP გახდა. წინა ტურში ქართველმა წოდება ეფესთან 100:96 მოგებულ მატჩში დაიმსახურა, როცა გუნდს 23 ქულა, 4 მოხსნა და 3 ასისტი მოუტანა.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები