Aa Aa
13 ოქტომბერი 2021  |  19:30

დეკემბრამდე ვერ ითამაშებს - მენიოს მაჯაზე ოპერაცია სჭირდება

„მილანში“ პრობლემები არ მთავრდება. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტეო ერნანდესს კოროანვირუსი დაუდგინდა და მინიმუმ 10 დღე არ იქნება. ამაზე უარესი ფაქტიც დაფიქსირდა. „როსონერის“ მეკარე მაიკ მენიო დაახლოებით დეკემბრამდე ვერ შეძლებს თამაშს.

ყველაფერი ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დაიწყო. ფრანგმა მეკარემ მოჰამედ სალაჰს პენალტი აუღო, რა დროსაც ხელი დაიზიანა. თავდაპირველი გამოკვლევის შედეგად ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და მენიომ რამდენიმე მატჩში მონაწილეობა მიიღო, თუმცა დღეს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

მაიკმა ტკივილები კვლავ იგრძნო და ჩატარებული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მენიოს მაჯაზე ოპერაცია სჭირდება. ამის გამო კი ის 2 თვით იუქმებს. აღსანიშნავია, რომ პიოლის გუნდს მისი სრულფასოვანი შემცვლელი არ ჰყავს. ამჟამად იტალიური გრანდი 36 წლის ციპრიან ტატარუშანუს იმედზეა.

ქართველ გულშემატკივრებს რუმინელი მეკარე თბილისის „დინამოსა“ და „სტიაუას“ მატჩიდან ახსოვთ. ტატარუშანუმ ჩისკოს დარტყმული პენალტის მოგერიება შეძლო.

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში