სასუნთქი გზების ინფექცია - ჩაკვეტაძე კოსოვოსთან არ იქნება
Aa
Aa

სასუნთქი გზების ინფექცია - ჩაკვეტაძე კოსოვოსთან არ იქნება

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრას 12 ოქტომბერს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი პრიშტინაში დღეს ჩავიდა და კოსოვოსთან მატჩამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა. შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე საწვრთნელი პროცესი ძლიერი წვიმის ფონზე ერთი საათი გაგრძელდა.

პრიშტინაში ჩვენი გუნდი 21 ფეხბურთელის შემადგენლობით იმყოფება. საქართველოს ნაკრებს კოსოვოს წინააღმდეგ შეხვედრაში გიორგი ჩაკვეტაძე ვერ დაეხმარება. ფეხბურთელმა გუნდთან ერთად გამგზავრება სასუნთქი გზების მწვავე ინფექციის ნიშნების გამო ვერ შეძლო.

შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო "ჯვაროსნებს" გიორგი მიქაუტაძეც გამოაკლდა, ხოლო დისკვალფიკაციის გამო კოსოვოსთან შეხვედრაში ჯაბა კანკავა და გიორგი აბურჯანია არ იქნებიან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კოსოვოს წინააღმდეგ:

მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო) 

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო) 

ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი)

გამოიწერეთ ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები