სანიოლი: ''კოსოვო გულით თამაშობს და კარგი ფეხბურთელები ჰყავს''
Aa
Aa

სანიოლი: ''კოსოვო გულით თამაშობს და კარგი ფეხბურთელები ჰყავს''

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა კოსოვოსთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

''შინ კოსოვოსთან მარცხმა დაგვამწუხრა და ახლა ჩემი სურვილია, რომ მოთამაშეები გასვლით მატჩს კარგად მომზადებულები შეხვდნენ. იმედი მაქვს, კარგად ვითამაშებთ. მეტოქის შესახებ საუბარი არ მსურს, თუმცა პირველი მატჩში ვნახე, რომ კოსოვოს კარგი ფეხბურთელები ჰყავს.

ყველა გუნდს აქვს სუსტი და ძლიერი მხარეები. კოსოვოს ფეხბურთელებმა ჩვენთან პირველ დაპირისპირებაში მონდომებით, გულით ითამაშეს და მათ ისეთი კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, როგორებიც არიან რაშიცა, ბერიშა და მურიქი''.

6 ტურში საქართველო 1 ქულით ბოლო ადგილზეა, კოსოვო კი 4 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს. კოსოვომ ერთადერთი მატჩი საქართველოსთან ბათუმში მოიგო (0:1).

კოსოვო-საქართველოს მატჩი 12 ოქტომბერს 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები