Aa
Aa

მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი | 20 ქულა და 11 მოხსნა ბრუკლინთან

მილუოკი ბაქსისა და ბრუკლინს ნეტსის შეხვედრა ანგარიშით - 115-119 დასრულდა. 

NBA-ს გუნდების წინასასეზონო შეხვედრაში სანდრო მამუკელაშვილს შესანიშნავი შედეგი ჰქონდა -  სასტარტო ხუთეულში იყო და 30 წუთზე მეტი (30:11) ითამაშა. სანდრომ 9-დან 6 ორქულიანი, 5-დან 2 სამიანი და 6-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.

20 ქულასთან ერთად მის ანგარიშზე 11 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრაა. მან ბურთი 4-ჯერ დაკარგა.

აღსანიშნავია, რომ სანდრო ორმაგი დუბლით ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო.


ბრუკლინელთა შემადგენლობაში სამი სუპერვარსკვლავი გამოჩნდა: კევინ დიურანტი (18 ქულა, 6 მოხსნა და 3 პასი), ჯეიმს ჰარდენი (3 ქულა, 5 პასი და 2 მოხსნა) და ბლეიკ გრიფინი (8 ქულა, 4 მოხსნა და 4 პასი).

მატჩის საუკეთესო ჯორდან ნვორა გახდა, რომელმაც 30 ქულა და 8 მოხსნა მოაგროვა.

შეგახსენებთ, რომ NBA-ს მოქმედმა ჩემპიონმა 22 წლის ქართველი ფორვარდი გასულ დრაფტზე, 54-ე ნომრად აიყვანა.

გამოიწერე ჩვენი Youtube არხი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები