კორონავირუსის ტესტის პასუხი გააყალბა - NBA-ის ყოფილი მოთამაშე დააკავეს
Aa
Aa

კორონავირუსის ტესტის პასუხი გააყალბა - NBA-ის ყოფილი მოთამაშე დააკავეს

NBA-იმ Covid-19-თან დაკავშირებული საკითხის გამო საკალათბურთო სამყაროს ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო. ამჯერად, საუბარი არა ვაქცინას, არამედ რასელ უესტბრუკისა და კევინ დურანტის ყოფილი თანაგუნდელის, ლაზარ ჰეივარდის ქმედებებს ეხება.

ამერიკული პრესის ინფორმაციით, რამდენიმე საათის წინ, ჰავაელმა სამართალდამცველებმა ჰეივარდი და მისი თანმხლები ქალბატონი კორონავირუსის ტესტის პასუხების გაყალბების გამო დააკავეს. ჯიჯი გრასიეტის მიხედვით, ჰეივარდმა მონაცემთა ბაზაში Covid-19-ის ტესტის გაყალბებული შედეგი ატვირთა, რომელიც უარყოფითი გახლდათ, რათა კარანტინისთვის თავი აერიდებინა.

ჰეივარდი და მისი თანმხლები ქალბატონი აეროპორტში ჩასვლისთანავე დააკავეს, უმალვე ლოს ანჯელესში დააბრუნეს და დოკუმენტების გაყალბების საქმეზე გამოძიება დაიწყო. ადგილობრივი სამართალდამცველების მიხედვით, ისინი საქმეს აუცილებლად ბოლომდე მიიყვანენ და დამნაშავეებს სათანადოდ დასჯიან.

აღსანიშნავია, რომ ჰეივარდსა და მის კომპანიონს ტესტის ჩატარება უფასოდ შეეძლოთ და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ჰავაიში კანონიერად შესვლის უფლება ექნებოდათ, თუმცა რატომღაც ეს გზა აირჩიეს.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები