Aa
Aa

"არანაირი მიბაძვა" - თაუნსენდი კრიშტიანუს სტილში გოლის აღნიშვნაზე

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ევერტონს“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. მარსიალის გოლით „წითელი ეშმაკები“ იგებდნენ, თუმცა მეორე ტაიმში თაუნსენდმა წონასწორობა აღადგინა.

გოლის გატანის შემდეგ, ინგლისელმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუს სტილში აღნიშნა, რასაც სპორტულ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. თავად ფეხბურთელმა კი ამის მიზეზზე ისაუბრა.

რა თქვა თაუნსენდმა?

„არანაირი მიბაძვა. მე მხოლოდ პატივისცემა გამოვხატე იმ ფეხბურთელის მიმართ, რომელმაც ჩემს კარიერაზე დიდი გავლენა მოახდინა. უამრავი დრო მაქვს გატარებული მისი ვიდეოების ყურებაში. ვცდილობდი ანალიზი გამეკეთებინა, თუ როგორ ასრულებს ის ჯარიმებს. რონალდუ ჩემი იდეალია და აღნიშვნა სწორედ მის საპატივცემულოდ იყო.“

თაუნსენდი „ევერტონში“

30 წლის ფეხბურთელი ინგლისურ კლუბში მიმდინარე სეზონის დასაწყისიდან თამაშობს. ამ პერიოდის განმავლობაში თაუნსენდმა „ევერტონის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 9-ჯერ მოირგო, 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები