მარსელისა და გალათასარაის ფანებმა ერთმანეთს პიროტექნიკა დაუშინეს - მატჩი შეწყდა
ევროპა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის შეხვედრები შედგა. მარსელის ველოდრომზე მარსელმა გალათასარაის უმასპინძლა. შეხვედრაში გოლი არ გასულა და ნულოვანი ფრით გუნდებმა ქულები გაიყვეს (0-0).
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა გულშემატკივრის მიზეზით, დაახლოებით 10 წუთით შეწყდა.
38-ე წუთზე, ფრანგული და თურქული გუნდების გულშემატკივარმა, ერთმანეთს ე.წ პიროტექნიკა დაუშინა, სტიუარდებმა სიტუაციის განმუხტვა ვერ შეძლეს, რის გამოც, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, პაველ რაჩოვკსიმ მატჩის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
Marseille vs. Galatasaray was briefly stopped because both set of fans were throwing flares at each other ???? pic.twitter.com/khPnGRx8wD
— CBS Sports Golazo ⚽️ (@CBSSportsGolazo) September 30, 2021
მარსელის ველოდრომზე დაახლოებით 2 500 თურქი ფანი იმყოფებოდა, რომელთაც გალათასარაის მთავარმა მწვრთნელმა, ფათიჰ თერიმმა დამშვიდებისკენ პირადად მოუწოდა. იგივე გააკეთა მარსელის კაპიტანმაც, რომელმაც ფრანგი გულშემატკივრისკენ გაემართა.
ევროპა ლიგის E ჯგუფში გალათასარაი, ლაციო, მარსელი და მოსკოვის ლოკომოტივი თამაშობენ.
2 მატჩის შემდეგ, 4 ქულით, გალათასარაი ჯგუფის ლიდერია.
შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა