შენგელიას 7 ქულა და 6 მოხსნა - ცსკა-მ ევროლიგის ახალი სეზონი მარცხით გახსნა
Aa
Aa

შენგელიას 7 ქულა და 6 მოხსნა - ცსკა-მ ევროლიგის ახალი სეზონი მარცხით გახსნა

საქართველოს ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას ცსკა ევროლიგის პირველ ტურში „ოლიმპია მილანოს“ დაუპირისპირდა და 74-84 დამარცხდა. „არმიელებმა“ მატჩი კარგად დაიწყეს და პირველი მეოთხედი 29-21 მოიგეს, თუმცა შეხვედრის დარჩენილი დრო უკეთ მასპინძლებმა ჩაატარეს.

„ოლიმპია მილანომ“ მე-2 მეოთხედი 23-16 მოიგო და დიდ შესვენებაზე მხოლოდ 1-ქულიანი ჩამორჩენით გავიდა. იტალიელებმა მეორე ტაიმში მოუმატეს და მე-3 ათწუთეულში მეტოქეზე 4 ქულით მეტი ჩააგდეს - 18-14, ხოლო ბოლო პერიოდში 22-15 იმარჯვეს და წარმატებას დამსახურებულად მიაღწიეს.

ცსკა-ს ქართველმა კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 23 წუთზე ოდნავ მეტი გაატარა. თოკოს კარგი შეხვედრა არ ჰქონია და 7 ქულას, 6 მოხსნასა და 2 ჩაჭრას დასჯერდა. შენგელიამ 7-დან 6 ორქულიანი და 2 სამიანი გააფუჭა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.

„ოლიმპია მილანოსთან“ განცდილი მარცხის შემდეგ, ცსკა-ს რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ევროლიგის მე-2 ტურში „არმიელები“ მოქმედ ჩემპიონს, „ანადოლუ ეფესს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები