„შეგვიძლია გასწავლოთ შერიფი როგორ დაამარცხოთ“ - საბურთალო რეალის წაგებას გამოეხმაურა
Aa
Aa

„შეგვიძლია გასწავლოთ შერიფი როგორ დაამარცხოთ“ - საბურთალო რეალის წაგებას გამოეხმაურა

Crystalbet ეროვნული ლიგის კლუბი, „საბურთალო“ მადრიდის „რეალის“ სენსაციურ მარცხს გამოეხმაურა. გუშინ, „სამეფო კლუბმა“ საფეხბურთო სამყარო შოკში ჩააგდო და ტირასპოლის „შერიფთან“ 1-2 წააგო.

შეხვედრის შემდეგ, „რეალმა“ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მატჩის ერთ-ერთი მომენტის ამსახველი ფოტო გამოაქვეყნა და ქომაგებს ანგარიშისა და გოლის ავტორების შესახებ ამცნო. „საბურთალოს“ ოფიციალურმა გვერდმა კომენტარი სწორედ ამ პოსტზე დატოვა და ასე იხუმრა: „შეგვიძლია, გასწავლოთ შერიფი როგორ დაამარცხოთ“.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში, „საბურთალომ“ სწორედ „შერიფის“ ბარიერი დაძლია. თბილისურმა კლუბმა პირველი შეხვედრა, რომელიც მოლდოვაში გაიმართა, 3-0 მოიგო, განმეორებითი მატჩი 1-3 წააგო და ორი შეხვედრის ჯამში, მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

სხვათა შორის, „საბურთალოს“ კომენტარს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და თბილისელთა ხუმრობა ბევრმა დააფასა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც „საბურთალო“ გააკრიტიკეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები