Aa Aa
26 სექტემბერი 2021  |  23:23

აქვს თუ არა ხვიჩას მოტივაციის პრობლემა? - რუბინში განმარტება კეთდება

დღეს, რუსეთის პრემიერლიგის მე-9 ტურში, რუბინი სტუმრად, დინამო მოსკოვის წინააღმდეგ ანგარიშით - 2-0 დამარცხდა.

რუბინის სასტარტო შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც 65-ე წუთზე შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ ხვიჩა ძველებურად აქტიური ვერ იყო, რაც რუსულ მედიას არ გამორჩენია. მატჩის შემდეგ ადგილობრივმა მედიამ ლეონიდ სლუცკის ასისტენტს, ოლეგ ვერეტენიკოვს ჰკითხა (სლუცკი დისკვალიფიცირებულია) არის თუ არა ხვიჩას ამჟამინდელი მდგომარეობა დაკავშირებული სატრანსფერო ჭორებთან, რასაც სპეციალისტი არ დაეთანხმა და განმარტა:

ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები. როგორც დესპოტოვიჩს, ისე ხვიჩას, დიდი დრო გაუცდა. ვფიქრობ, ის ტრავმის შემდეგ უბრალოდ სასურველ კონდიციებში არ არის და ამიტომ საკუთარი თავის სრულ რეალიზებას ვერ ახდენს.

დღესვე, მთავარი არხის ეთერით ხვიჩას სატრანსფერო საკითხისა და მდგომარეობის შესახებ მისმა აგენტმა, მამუკა ჯუღელმა ისაუბრა. ჯუღელის განმარტებით, არსებული მოლოდინის გათვალისწინებით, ხვიჩა არასასურველ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

9 ტურის შემდეგ, ყაზანის რუბინი 14 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება.

ხვიჩამ კი მიმდინარე სეზონში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. 

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
articleimage