Aa Aa
25 სექტემბერი 2021  |  23:50

მატჩის MVP - შერმადინის მორიგი ნაყოფიერი თამაში და გამარჯვება

ესპანეთის ACB ლიგის მე-3 ტურში „ლენოვო ტენერიფემ“ „ბილბაოს“ უმასპინძლა და 89:79 დაამარცხა.

მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა მასპინძელთა ქართველმა ცენტრმა გიორგი შერმადინმა, რომელმაც პარკეტზე 23 წუთი დაჰყო და მისი მონაგარი 19 ქულა, 4 მოხსნა და 2 გადაცემა იყო.

შერმადინმა 9-დან 7 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 26 იყო, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. შედეგად ქართველი კალათბურთელი შეხვედრის MVP გახდა.

ესპანეთის ჩემპიონატში „ტენერიფეს“ 3 ტურის შემდეგ 2 მოგება და 1 მარცხი აქვს. სატურნირო ცხრილში კი მე-6 პოზიციაზე იმყოფებიან. მომდევნო შეხვედრას შერმადინის გუნდი 3 ოქტომბერს, სტუმრად მადრიდის „რეალთან“ გამართავს.

შემოუერთდით ჩვენს Facebook ჯგუფს საგოლე გადაცემა

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

WELCOME BONUS

WELCOME BONUS

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში