UEFA ქალთა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საპრიზო თანხებს გააორმაგებს
Aa
Aa

UEFA ქალთა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საპრიზო თანხებს გააორმაგებს

2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საპრიზო თანხა გაორმაგდება და მონაწილე ნაკრებები 16 მილიონი ევროს მიიღებენ - ინფორმაციას ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ავრცელებს. UEFA-ს განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული თანხა ორჯერ მეტია ( 8 მილიონი ევრო) 2017 წლის ჩემპიონატის საპრიზო თანხაზე, რომელსაც ნიდერლანდებმა უმასპინძლა და დანიის წინააღმდეგ, ამავე ქვეყნის ქალთა ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით - 4-2 დასრულდა.

ევროპის 2022 წლის ჩემპიონატს ინგლისი უმასპინძლებს. ერთი-ერთი ყველაზე პრესტიჟული სანაკრებო გათამაშება სტარტს მომდევნო წელს, 6 ივლისს აიღებს და 31 ივლისს დასრულდება.

მონაწილეობას სულ 16 ნაკრები მიიღებს, მატჩებს კი 8 სხვადასხვა ლოკაცია უმასპინძლებს.

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპში B ჯგუფში დანიის, იტალიის, ბოსნია-ჰერცეგოვინას, ისრაელისა და მალტის ეროვნულ ნაკრებებთან ერთად ასპარეზობდა და 0 ქულით ჯგუფში ბოლო, მე-6 ადგილი დაიკავა, 3 გოლი გაიტანა, ხოლო - 45 გაუშვა.

შემოუერთდი ჩვენს Facebook ჯგუფს - საგოლე გადაცემა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები