იბერია 1999
Aa
Aa

„გახარებული არ ვარ, სლოვანი უფრო ძლიერი გუნდია“ | დემჩენკოს კომენტარი

„იბერია 1999“-ის მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გამართა. თბილისურმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ფლორა“ ორი მატჩის ჯამში 5:4 დაამარცხა და უკრაინელმა სპეციალისტმა საკუთარი გუნდის გამოსვლაზე ისაუბრა.

„მომდევნო ეტაპზე გასვლის მიუხედავად, გახარებული არ ვარ. პირველივე შეხვედრის შემდეგ ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ მენტალიტეტი გამოსასწორებელია. სიხარულაშვილი ამ ეტაპზე მთავარი ფორვარდია და მან ეს ლამაზი გოლებით დაამტკიცა.

ვეცდებით, რომ მთელი მატჩი ჩავატაროთ უმაღლეს დონეზე — 90 წუთი კი არა, 120 წუთი უნდა იყოს ჩვენი ფეხბურთი და არ მოვიგერიოთ და მოვიშოროთ ხოლმე ბურთი.

რაც შეეხება „სლოვანს“, ის „ფლორაზე“ უფრო ძლიერი გუნდია. ხვალინდელი დღიდან მათ ძველ მატჩებს ვუყურებთ და ანალიზს გავაკეთებთ. მიუხედავად ამ ვიდეოებისა, ვაისი მთავარი მწვრთნელი აღარაა და ახლა ნამდვილად სხვა გუნდს შევხვდებით“.

ცნობისთვის, „სლოვანს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და გუნდი იაია ტურემ ჩაიბარა. „იბერია 1999“ პირველ შეხვედრას საშინაო კედლებში 21 ივლისს გამართავს, განმეორებითი თამაში კი სლოვაკეთში ერთი კვირის შემდეგ არის დანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თმას ინერგავს და ლედიბოებთან ერთად ერთობა“ | ომალიმ იანი გააკრიტიკა
„თმას ინერგავს და ლედიბოებთან ერთად ერთობა“ | ომალიმ იანი გააკრიტიკა