„მაიამიში აუტანელი ნესტია“ | კროოსის კომენტარი ტუხელისა და ბელინგემის განცხადებებზე
ტონი კროოსმა ტომას ტუხელისა და ჯუდ ბელინგემის კომენტარებზე ისაუბრა, რომელთა შემდეგაც უცხოურ პრესაში დაწერეს, თითქოს მათ კონფლიქტი აქვთ. ნორვეგიასთან მატჩის შემდეგ ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გუნდის თამაშით უკმაყოფილო დარჩა, ბელინგემმა კი განაცხადა: „შეიძლება მან (ტუხელს გულისხმობს) არ იცის, ამ პირობებში თამაში როგორია.“
„ვფიქრობ, სიტუაცია ზედმეტად გააბუქეს. არ მჯერა, რომ რაიმე რეალური აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. მოვისმინე იმ ფეხბურთელების განცხადებებიც, რომლებაც ტუხელი შეაქეს.
ტომასი აბსოლუტურად მართალი იყო, როდესაც თქვა, რომ მათ კარგად არ უთამაშიათ. ახლა არგენტინას უპირისპირდებით, შემდეგ კი ესპანეთს ან საფრანგეთს. კიდევ ორჯერ მხოლოდ გამართლებით ან მხოლოდ მენტალიტეტის ხარჯზე ვერ მოიგებთ. თქვენ გყავთ მწვრთნელი, რომელმაც იცის, როგორ გაუძღვეს გუნდს პლეიოფის მატჩებში, მან ეს საკლუბო ფეხბურთში არაერთხელ დაამტკიცა.
ბელინგემისიც მესმის. მაიამიში რამდენჯერმე ვყოფილვარ. ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო ადგილია. ნესტი უბრალოდ გაუტანელია. იქ 120 წუთს რომ ითამაშებ, ყველაფრის გაგონება გინდა, გარდა იმისა, რომ კატასტროფულად გამოიყურებოდი. განსაკუთრებით მაშინ, როცა მომდევნო ეტაპზე გახვედი.“
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები ნახევარფინალში არგენტინას დაუპირისპირდება. მატჩი 15 ივლისს, თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.