მესი და რამოსი მონპელიესთან მატჩს გამოტოვებენ - ვერატი დაბრუნებასთან ახლოსაა
Aa
Aa

მესი და რამოსი მონპელიესთან მატჩს გამოტოვებენ - ვერატი დაბრუნებასთან ახლოსაა

საფრანგეთის ლიგა 1-ის მერვე ტურში, 25 სექტემბერს, პსჟ ''მონპელიეს'' უმასპინძლებს. აღნიშნულ მატჩს არგენტინელი სუპერვარსკვლავი ლეო მესი და ესპანელი მცველი სერხიო რამოსი გამოტოვებენ. ინფორმაცია პარიზულმა კლუბმა დაადასტურა. 

მესიმ ტრავმა ''ლიონთან'' შეხვედრაში მიიღო, მუხლის ძვლის შეშუპების გამო რამდენიმე ვარჯიში გამოტოვა, თუმცა ახლა ინდივიდუალურად ემზადება და კვირას კიდევ ერთი გამოკვლევა ჩაუტარდება.

შეხვედრას ასევე გამოტოვებენ სერხიო რამოსი და მარკო ვერატი. იტალიელი გუნდთან ერთად სავარჯიშო პროცესს შემდეგ კვირაში განაახლებს. 

მესი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ''მან. სიტის'' წინააღმდეგ თამაშისთვის მზად იქნება.

შეგახსენებთ, საფრანგეთის ლიგა 1-ის გასულ ტურში „პარი სენ ჟერმენმა“ „ლიონს“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა მაურისიო პოჩეტინომ 76-ე წუთზე ლიონელ მესი მოედნიდან გაიყვანა და მის ნაცვლად ჰაკიმი ჩართო თამაშში. ამ გადაწყვეტილებაზე კი თავად მწვრთნელმა მოგვიანებით ისაუბრა.

ეს გადაწყვეტილება თავის დაზღვევის მიზნით მივიღე. ლეო იმიტომ შევცვალე, რომ შესაძლოა ტრავმა მიეღო. ის მომავალში უფრო დაგვჭირდება. წინ მნიშვნელოვანი შეხვედრებია და მესი უნდა დამეცვა. ასეთი გადაწყვეტილებები გუნდის სასიკეთოდ ხდება. ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენი საოცარი ფეხბურთელები გვყავს. ხანდახან ისეთი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს, რომელსაც დადებითად არ შეხედავენ.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები