7-გოლიანი თრილერი - ასათიანის გამარჯვების გოლი დრამატულ მატჩში
Aa
Aa

7-გოლიანი თრილერი - ასათიანის გამარჯვების გოლი დრამატულ მატჩში

Facebook-ში მოსკოვის ''ლოკომოტივის'' ოფიციალურმა გვერდმა მოსკოვის ''ლოკომოტივისა'' და მოსკოვის ''სპარტაკის'' 7-გოლიანი თრილერი გაიხსენა. 2007 წლის 23 სექტემბერს მოსკოვურ დერბიში ''ლოკომ'' ''სპარტაკი'' 4:3 დაამარცხა. გამარჯვების გოლი მეორე ტაიმის მე-4 დამატებულ წუთზე მალხაზ ასათიანმა გაიტანა.

ასათიანის გამარჯვების გოლი

მატჩის მე-10 წუთზე ასათიანმა საკუთარ საჯარიმოში ეგორ ტიტოვის წინააღმდეგ თამაშის წესი დაარღვია, პენალტი რომან პავლიუჩენკომ გაიტანა. მე-20 წუთზე პავლიუჩენკომ დუბლი შეასრულა.

''ლოკომ'' პიტერ ოდემვინგეს დუბლითა (30-ე წუთი, 69-ე წუთი) და დმიტრი სიჩევის (42-ე წუთი) გოლით თამაში შემოატრიალა, თუმცა 76-ე წუთზე პავლიუჩენკომ ჰეთ-თრიკი შეასრულა და წონასწორობა აღდგა - 3:3.

გადამწყვეტი მე-4 დამატებული წუთი აღმოჩნდა, როცა მალხაზ ასათიანმა თავური დარტყმით გამარჯვების გოლი შეაგდო, მან ცნობილი ხორვატ მეკარეს, სტიპე პლეტიშოკას გაუტანა.

მატჩის მიმოხილვა

შეგახსენებთ, ასათიანი 2003-10 წლებში მოსკოვის ''ლოკომოტივის'' ღირსებას იცავდა. მოსკოვურ კლუბთან ერთად რუსეთის ჩემპიონატი (2004), რუსეთის თასი (2006-07) და რუსეთის სუპერთასი (2003, 2005) მოიგო. 

მან 2008-09 წლებში იჯარით კიევის ''დინამოში'' ითამაშა, 2010 წელს ''ლოკომოტივში'' დაბრუნდა და კარიერა 29 წლის ასაკში დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები